არაბთა გაერთიანებული საამიროები
საამიროების ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. აღ. 5500 წლით. ძვ. წ. აღ. 3000 წელს ხდებოდა ალ-ხაჯარის მთებში ხდებოდა სპილენძის მოპოვება და ჰქონდათ მესოპოტამიასთან სავაჭრო ურთიერთობები. საერთაშორისო ვაჭრობა რეგიონის დღემდე სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. I საუკუნიდან არსებობდა მუდმივი სავაჭრო გზები, სირიასა და ერაყის ქალაქებთან. ასევე განვითარდა საზღვაო მიმოსვლა ინდოეთთან.
საემიროები – ქვეყანა, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კოლოსალური ცვლილებები განიცადა და შუასაკუნოვანი ეპოქიდან XXI საუკუნეში აღმოჩნდა.
ტრადიციული არაბული სტილის სახლების მეზობლად სუპერ თანამედროვე ცათამბჯენები და ფეშენებელური ვილებია აღმართული. ეს არის ქვეყანა, სადაც ქალაქები უდაბნოშია გაშენებული და თავისი პალმებით, უნიკალური ნაგებობებით და ოაზისებით მირაჟად მოგეჩვენებათ.
ფედერაცია აერთიანებს შვიდ საემიროს: აბუ დაბი, დუბაი, შარჯა, რას-ელ ჰაიმა, ფუჯეირა, უმ-ალ-ქუვაინი, აჯმანი. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. სანაპირო ზოლის 60 კმ მიუყვება სპარსეთის, ხოლო 100 კმ ომანის ყურეს. ესაზღვრება საუდის არაბეთს, ომანს და კატარს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
დედაქალაქი | აბუ-დაბი |
---|---|
მოსახლეობა | 9 205 651 |
ფართობი (კმ 2) | 83 600 კმ2 |
სალაპარაკო ენები | არაბული, ინგლისური |
რელიგია | სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა ისლამი. დუბაიში, ასევე, გავრცელებულია ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი, სიქიზმი, ბაჰაიზმი და სხვა მრავალი რელიგიური გაერთიანება. |
სასაათო სარტყელი | UTC +4სთ |
სავიზო მოთხოვნები | გთავაზობთ სავიზო მომსახურებას არაბეთის გაერთიანებული საემიროები ვიზის მისაღებად ვიზისთვის საჭირო საბუთები: - მოქმედი პასპორტი დასკანერებული ფერადად. - ბავშვის პასპორტი დასკანერებული ფერადად. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და დედანი დამოწმებული მშობლების მიერ ნოტარიულად. შენიშვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები შესაძლებელია იყოს JPG ან PDF ფორმატში და გამოგზავნილი ჩვენი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე info@abeonatravel.ge , ტურისტული ვიზა გაიცემა: 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში (არასამუშაო დღის ჩათვლით პარასკევი-შაბათი), ტურისტული ვიზის საფასურია 85 $ -ის ექვივალენტი ლარებში (ავიაბილეთის ან სასტუმროს ჯავშნის ყიდვის შემთხვევაში), გაერთიანებული ემირატების საელჩო უარის შემთხვევაში ვიზის საფასურს უკან არ აბრუნებს. 25 წელს ქვევით მანდილოსნებისათვის ვიზის გაცემაზე უარი მოსალოდნელია. საკონსულო ყოველთვის იტოვებს დამატებითი საბუთის მოთხოვნის უფლებას! |
ვალუტა | არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი |
ელექტროობა | 220 V |
ISO ქვეყნის კოდი | ARE |
სატელეფონო კოდი | 971 |
სახელმწიფო ჰიმნი | იში ბილადი (ქართ. „აყვავდი, ჩემო ქვეყანავ“). ტექსტი დაიწერა მხოლოდ 1996 წელს. ტექსტის ავტორია არიფ ელ შეიხ აბდულა ელ ჰასანი, ხოლო კომპოზიტორი — საად აბდელ ბაჰარი. |
Country name | არაბთა გაერთიანებული საამიროები |