ჩეხეთი
აბსოლუტურად ყოველი სახელმწიფოს ისტორიაში არსებობს მრავალი საინტერესო ფაქტი და ლეგენდა. თუმცა ამ მოცემულობაში ლიდერობა უთუოდ ჩეხეთს ეკუთვნის.
ჩეხეთის ლეგენდები უხვად გაჯერებულია გონების და სულის გამყინავი სასწაულებით. ამ ქვეყნის მისტიკურ ძალმოსილებაში არა ერთხელ დარწმუნებულან ყველაზე გამოუსწორებელი სკეპტიკოსებიც კი. როდესაც ჩეხეთის ქალაქების ვიწრო ქუჩებში დასეირნობ გეჩვენება, თითქოს ძველებურ ქანდაქებათა უხილავი ლანდები თან დაგყვებიან და გამჭოლ გიმზერენ, შენობათა კედლებზე თითქოს მოჩვენებებისა და სხვა და სხვა ჯადოსნურ არსებათა გამოსახულებები წარმოჩინდებიან.
ამ ქვეყნის ტაძრები და ეკლესიები საუკუნოვანი მტვრით არის დაფარული, რომელშიც უსასრულო ისტორია იკითხება.
ჩეხეთის სახელმწიფოს ისტორია ქვის საუკუნიდან იწყება. არსებული ლეგენდით, რომელიც ცნობილმა მწერალმა ალოის ირასეკმა დასწერა, ჩეხების წინაპრები, რომელთაც მეთაურობდა ვინმე სახელად ჩეხი, ახალი მიწების ძებნაში იმდენად მოიხიბლნენ იმ მხარის სილამაზით, სადაც ახლა თანამედროვე ჩეხეთია, რომ გადაწყვიტეს აქ დაფუძნებულიყვნენ. როგორც არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, ეს ადგილი ქვის ხანიდან ყოფილა დასახლებული. მე IV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე რეგიონი დასახლებული ყოფილა კელტური წარმოშობის ტომებით, რომელთაგან ერთ-ერთს ეწოდებოდა ბოი, საიდანაც შემდგომ წარმოიშვა სახელწოდება ბოჰემია.
ჩეხეთი
დედაქალაქი | პრაღა |
---|---|
მოსახლეობა | 15,600.000 |
ფართობი (კმ 2) | 127 900 კმ2 |
სალაპარაკო ენები | ჩეხური |
რელიგია | კათოლიციზმი |
სასაათო სარტყელი | CET (UTC +1) |
სავიზო მოთხოვნები | 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ! საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით! ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს. უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:
|
ვალუტა | ჩეხური კრონა |
ელექტროობა | 220 V |
ISO ქვეყნის კოდი | CZE |
სატელეფონო კოდი | +420 |
სახელმწიფო ჰიმნი | Kde domov můj? სად არის ჩემი სამშობლო?— მუსიკა ეკუთვნის ფრანტიშეკ შკრუპს. ტექსტის ავტორია იოსეფ კაეტან ტილი |
მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები | პოლიცია–158 სასწრაფო დახმარება–155 სახანძრო–150 საელჩო: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 37. კორპ. 6 ” ტელ: 91-67-40/41/42 ფაქსი: 91-67-44 ელ-ფოსტა: czechembassy@gol.ge / tbilisi@embassy.mzv.cz ვებ-გვერდი: http://www.mzv.cz/tbilisi/ |
Country name | ჩეხეთი |