სომხეთი
მსოფლიო წარღვნის პირველ უღრუბლო დღეს ღვთისმოშიშმა ნოემ მიჰმართა თავისი მზერა მზისკენ და დაინახა აისის სხივებში მობანავე თოვლიანი ზედაპირი. ეს იყო არარატის მთის მწვერვალი.
იქითკენ მოაბრუნა ნოემ თავისი კიდობანი და გემი მგზავრებითერთ თოვლიან მწვერვალს მიადგა. ორმოცდაათი დღე ირგვლივ მხოლოდ უკიდეგანო ოკეანე გადაშლილიყო, მაგრამ, აი წყალმა თითკოს უკან დაიხია და ქვემოდ გამოჩნდა ნანატრი ხმელეთი. ნოეს თანამგზავრთაგან ერთ-ერთმა გამოიხედა კიდობანიდან და დაიყვირა: “ერევა ანდ!” – რაც ნიშნავს “იქ მოსჩანს!”. ნოე თავის ოჯახთან ერთადდაეშვა მთიდან და ქვიანი ბილიქით გაემართა იმ ადგილასაკენ, რაც “იქ მოსჩანს”. მათ მზერას გასაოცარი ხედი შეეგება – ეს იყო მწვანე დაბლობი, რომელიც მზის ოქროს სხივებში ლივლივებდა. ბალახი ახალი სიცოცხლის მოლოდინში ბიბინებდა. და პირველი, რაც ნოემ გააკეთა, როგორც კი ფეხი დადგა მიწაზე – მან იქ დარგო ვაზი.
უცებ გაიარეს ასწლეულებმა და ამ წარმტაც დაბლობზე, სომხეთში, არარატის მთის ძირში გაჩნდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქალაქი – ერევანი. ქალაქი, რომელიც თვით დიდ რომზე უფრო ადრე დაიბადა. ქალაქი, რომელიც დღესაც ყვავის და სასიამოვნო სურნელს აფრთქვევს არარატის ფრთის სიახლოვეს, როგორც ულამაზესი კეკლუტი თავის ბაღში, რომელსაც გოლიათი დარაჯები იცავენ.
სომხეთი
დედაქალაქი | ერევანი |
---|---|
მოსახლეობა | 3,018,854 |
ფართობი (კმ 2) | 29 743 კმ2 |
სალაპარაკო ენები | სომხური, რუსული, ინგლისური |
რელიგია | ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს. |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სავიზო მოთხოვნები | საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში წასვლისას მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შაზღვარზე უნდა წარადგინოთ მოქმედი პასპორტი. დღეები არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს წელიწადში.
ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას აუცილებელია წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
|
საბაჟო წესები | ძვირფასი ქვების, ანტიკვარიატის, მონეტების და სხვა ხელოვნების ნაწარმოებების იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია იქონიოთ ნებართვა სომხეთის კულტურის სამინისტროსგან. დამსვენებლებს შეუძლიათ თან იქონიონ არა უმეტეს 15000 ევრო . 15000 ევროზე მეტი თანხა ექვემდებარება დეკლარილებას ეგვიპტის საზღვარზე. |
ვალუტა | სომხური დრამი |
ელექტროობა | 220 V |
ISO ქვეყნის კოდი | AM |
სატელეფონო კოდი | +374 |
სახელმწიფო ჰიმნი | კომპოზიცია „ჩვენი სამშობლო“. ჰიმნი დამტკიცებულია სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 1 ივნისს. მუსიკის ავტორია მიქაელ ნალბანდიანი, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ბარსეგ კანაჩიანს. |
მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები | სახანძრო: 101 პოლიცია:102 სასწრაფო: 103 |
Country name | სომხეთი |