დელფინების სახლი
ჰურგადა უნიკალურია წყალქვეშა ცხოვრების წყალობით, შესანიშნავი ადგილია ბანაობისათვის და ჩაყვინთვისათვის. ყველა ტურისტი ნავით მოგზაურობის დროს ოცნებობს დელფინების ნახვას. ჩვენ აგისრულებთ თქვენს ოცნებას და ამიტომაც გპატიჯებთ დელფინების სახლში. დელფინების სახლი არის მათი საყვარელი ადგილი. დელფინების მოლოდინში თქვენ ნახავთ წითელი ზღვის ბრწყინვალე წყალქვეშა სამყაროს.
ტურის დეტალები:
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ პორტში. მიახლოებით 1,5 საათი თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო, სანამ ჩვენ ნავით მივაღწევთ დელფინების სახლს. ეს ლამაზი ადგილი იმით ცნობილია, რომ აქ უამრავი დელფინები ცხოვრობენ. თუ თქვენ გაგიმართლათ, თქვენ დაინახავთ ამ მომხიბლავ და განსაკუთრებით ინტელექტუალურ ცხოველებს. და თუ ამინდი კარგი იქნება თქვენ შეგიძლიათ გადახტეთ წყალში, იბანავოთ და ითამაშოთ მათთან ერთად.
აქ თქვენ გაეცნობით მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გერემოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრობენ თავისუფლებაში და არა აუზში. თუ ისინი მოინდომებენ თამაშს თქვენთან, ეს მოხდება მათი საკუთარი ნებით. მაგრამ არავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ დელფინებს აუცილებლად ნახავთ. გახსოვდეთ, ცუდი ამინდის დროს დელფინები აქ არ იმყოფებიან. თუმცა არის 90% იმის შანსი, რომ იხილოთ ისინი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადგილი იდეალურია ბანაობისათვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ლამაზი მარჯნები, უამრავი ეგზოტიკური თევზები და სხვა საზღვაო მცენარეები. ჩვენ გვექნება სამი გაჩერება, რომლის დროს თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო. გარდა ამისა, თქვენ შემოგთავაზებენ ლანჩს ნავზე.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
დელფინების სახლი
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.