მკვდარი ზღვა – იერუსალიმი და ბეთლემი
საღამოს ჩვენი გიდი მოგაკითხავთ თქვენ შარმ-ელ-შეიხის სასტუმროში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი გიდი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ჩვენი გიდის ერთად გაემგზავრებით ისრაელის საზღვაზე, საიდანაც დაიწყება თქვენი მოგზაურობა. ქალაქ ეილათში, მკვდარ ზღვაზე, თქვენ გექნებათ 90 წუთიანი გაჩერება, რათა ცოტა დაისვენოთ და იბანავოთ მკვდარ ზღვაში. მკვდარი ზღვა არის გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. წყლის დონე ზღვის დონიდან 400 მ-ზე დაბლა მდებარეობს. მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს.
თუ თქვენ აპირებთ ბანაობას, გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საცურაო კოსტუმი!
შესვენების შემდეგ თქვენ გააგრძელებთ გზას იერუსალიმში. წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის – იუდაიზმი(ებრაელების ერის რელიგია. ისტორიაში აღნიშნული პირველი მონოთეისტური რწმენა, ანთიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია). ქრისტიანობა (სადაც იესო ქრისტემ გაატარა თავისი ბოლო დღეები) და ისლამი (როგორც ადგილი რომელიც ეწვია წინასწარმეტყველი მუჰამედი ღამის მოგზავრებისას).
პირველ რიგში თქვენ ნახავთ ზეითუნის მთას. ის ცნობილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ადგილია, არამედ როგორც ებრაული სასაფლაო, რომელის წლივანობა 3000 წელზე მეტია, სადაც დაახლოებით 150,000 საფლავია.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ესტუმრებით წმინდა ადგილებს ქრისტიანებისათვის, ებრაელებისათვის და მუსლიმანებისათვის.
ვთხოვთ ჩვენს სტუმრებს (ქალებსა და მამაკაცებს) პატივი მიაგონ, ჩაიცვან ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მუხლებსა და მხრებს.
პიველ რიგში თქვენ დაათვალიერებთ დასავლეთ კედელს. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ეხლა ამ მთაზე მხოლოდ მუსლიმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელს უწოდებენ. ყოველ წელს აქ დაახლოებით მილიონი ადამიანი ლოცულობს და კედლის ბზარებში წერილებს ტოვებს.
ასევე თქვენ ნახავთ ალ-აქსას მეჩეთს, ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთი იერუსალიმში და სიდიდით მესამე მეჩეთი მსოფლიოში.
გახსოვდეთ რომ,მეჩეთში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ ტურისტებს,ვისაც აქვს სპეციალური ნებართვა ქალაქის ადმინისტრაციისაგან.
ასე რომ მეჩეთის ნახვა შეგიძლიათ მხოლოდ გარეთიდან.
მეჩეთის მერე თქვენ გაივლით ბაზარს, სადაც შეძლებთ სუვენირების შესყიდვას.
თქვენ გაივლით „ვია დოლოროსა“-ს გზას,რომელიც „მწუხარების გზას“ ნიშნავს.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე “ვია დოლოროსას” გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.
ამ წმინდა ადგილების მონახულების შემდეგ ,თქვენ გელოდებათ სადილი ადგილობრივ რესტორანში. მერე კი გააგრძელებთ თქვენს მოგზაურობას ბეთლემში, სადაც იესო ქრისტე დაიბადა.
გახსოვდეთ,რომ ბეთლემი ეხლა პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს, და აქედან გამომდინარე,შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. ეს ჩვენი ბრალი არ არის.
ამით ჩვენი მოგზაურობა მთავრდება და თქვენ ბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
მკვდარი ზღვა – იერუსალიმი და ბეთლემი
დამატებითი ინფორმაციისათვის,დააჭირეთ ღილაკს “ინფორმაციის მიღება“,შეიყვანეთ თქვენი კითხვები,სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.