ნავით გასეირნება ტირანის კუნძულზე
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ-ელ-შეიხში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ თქვენ პორტში, საიდანაც ნავით გაემგზავრებით ტირანის კუნძულზე.
ტურის დეტალები:
ტირანის კუნძული მდებარეობს აქაბის ყურესთან. იმისათვის, რომ კუნძულს მიუახლოვდეთ, მიახლოებით ორი საათი დასჭირდება.
გზად,პირველ გაჩერებას გავაკეთებთ ცისფერ ლაგუნაში, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ და ისიამოვნოთ წყალქვეშა სამყაროთი. აქ არა ღრმა წყალია, ასე რომ ეს არის კარგი ადგილი ბავშვებისათვის და იმათთვის ვისაც ეშინია ბანაობა.
მეორე გაჩერება გვექნება კუნძული ტირანის სანაპირო ზოლში. აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ წყალქვეშა სილამაზე და თევზების სამეფო. აქვე მოვამზადებთ ლანჩს ნავზე.
უკან დაბრუნებისას ჩვენ გავაკეთებთ მესამე გაჩერებას ჩაძირულ გემთან.
რადგან ეს ექსკურსია საკმაოდ ხანგრძლივია, თქვენ გექნებათ დრო ბანაობისათვის და დასვენებისათვის ეგვიპტის მზის სხივების ქვეშ. ასევე თქვენს წინ გაიშლება ულამაზესი ხედი მეზობელ საუდის არაბეთზე ერთ მხრივ და მეორე მხრივ ეგვიპტის სანაპიროზე.
ეს მოგზაურობა იდეალურია დაივინგის მოყვარულთათვის. თუ თქვენ დაინტერესებულნი ხართ დაივინგით ჩვენ მოვამზადებთ რამდენიმე გაქვეთილს თქვენთვის.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში შარმ-ელ-შეიხში.
ნავით გასეირნება ტირანის კუნძულზე
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.