ქაირო და ალექსანდრია
ქაირო და ალექსანდრია – ეწვიეთ ეგვიპტის ორ უდიდეს ქალაქს, გაიცანით მათი კულტურა და არქიტექტურა ორდღიან ექსკურსიაში.
ტურის დეტალები:
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ თქვენ ჰურგადის აეროპორტში საიდანაც თქვენ გადაფრინდებით ქაიროში.
თქვენი ექსკურია ქაიროში დაიწყება ვიზიტით ეგვიპტის ყველაზე დიდ მუზეუმში, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველაზე საინტერესო და საოცარი გამოფენები მსოფლიოში. აღმოაჩინეთ ეგვიპტის ფარაონების საოცარი ისტორია, სამკაულები, ქანდაკებები და მუმიები. მუზეუმის მერე თქვენ გელით სადილი რესტორანში.
მერე კი თქვენ გაემგზავრებით ქაიროს ცენტრში და დაათვალიერებთ სალაჰ ად- დინის ციხეს. ეს ციხე იყო აშენებული სალაჰ ად-დინის დროს. ევროპაში ის იყო ცნობილი, როგორც ძლიერი და წარმატებული მმართველი.
თქვენ გაეცნობით სულთან ჰასანის მეჩეთს, მის ფანტასტიურ არქიტექტურას და ექსტრავაგანტულ ინტერიერს. ეს მეჩეთი არის არამხოლოდ ლოცვისათვის, არამედ როგორც რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულება. მეჩეთის მერე თქვენ გელით ლანჩი ადგილობრივ რესტორანში.
შუადღის მერე თქვენ დაათვალიერებთ გიზის პლატოს. ეს კომპლექსი მოიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, რომლებიც დიდი პირამიდების სახელითაა ცნობილი. ასევე მასიურ სკულპტურას, რომელსაც დიდი სფინქსის სახელით ვიცნობთ. ხეოფსის პირამიდა – ყველაზე დიდი პირამიდაა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტეკტურული ცოდნა გამოიყენეს. ის დღესაც ითვლება როგორც არქიტექტურის საუკეტესო ნიმუში.თუ გსურთ თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ აქლემებით, ან დაათვალიეროთ უზარმაზარი ლეგენდარული „მზის ნავი“.
საღამოს თქვენ გექნებათ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო, რომ ფეხით გაისეირნოთ ეგვიპტის ყველაზე დიდ ბაზარში, რომელსაც ქვია ჰან-ელ-ჰალლილის ბაზარი. აქ შეგიძლიათ შეისყიდოთ სუვენირები, გაისეირნოთ ნილოსის სანაპიროზე ან ეწვიოთ ლაზერულ შოუ-პროგრამას.
მე-2 დღე:
საუზმის მერე თქვენ გააგრძელებთ მოგზაურობას ალექსანდრიაში. ულამაზესი ქალაქი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
სახელი მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე დიდის პატივსაცემად დაერქვა. ანტიკურ ხანაში ალექსანდრია ცნობილი იყო მისი შუქურით (მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ერთ-ერთი) და ბიბლიოთეკით (მსოფლიოში უდიდესი).
სულთან კაითბეიმა გადაწყვიტა უძველესი შუქურის მასალების გამოყენება, რითაც ააშენა ციხესიმაგრე,ცნობილი როგორ კაიტ-ბეის ციხესიმაგრე. 1480წელს ის იყო ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ციხე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
მერე თქვენ ეწვევით ალექსანდრიის დიდ ბიბლიოთეკას, რომელში დაახლოებით 8მილიონი წიგნია. მას აქვს უზარმაზარი დარბაზები,გათვლილი 2000 ადამიანზე.
აუცილებლად გაისეირნეთ სანაპიროზე. იქვე თქვენ გელით ლანჩი და მონტაზას სასახლე.ის აიგო 1932 წელს, როგორც ეგვიპტის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია და დღესდღეობით მონტაზას სასახლე არის მუზეუმი ულამაზესი ბაღით, სადაც უამრავი მცენარეები, ხეები და ყვავილებია.იხალისეთ წყნარ ოაზისით უზარმაზარ მეგაპოლისში.
ეხლა თქვენ გადაადგამთ ნაბიჯს წარსულში,როდესაც ალექსანდრია იყო რომაელების პროვინცია. პომპეის სვეტი-რომაელების ტრიუმფალური სვეტია,აგებული 297 წელს წელთაღრიცვამდე.ის მოჩუქურთმებულია ასუანის ვარდისფერ გრანიტიდან.ისდაახლოებით 27მ. სიმაგლისა და მისი წონაა 285ტონაა.ის ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონოლითური სვეტი ოდესმე აშენებული.
ბოლო გაჩერება ცოტას გაგაოცებთ.თქვენ ეწვევით კომ ელ-შოკაფას გამოქვაბულებს. ეს არის მეორე საუკუნეში აშენებული გამოქვაბული, რომელიც 300-მდე ადამიანის გვამს იტევს. ყველაზე დაბალი დონე ახლა უკვე ჩაძირულია. ხვეულ კიბეს პირველ ორ სართულზე მივყავართ, სადაც ეგვიპტური, ბერძნული და რომაული სიმბოლოებით აღჭურვილი საბანკეტო დარბაზია და მთავარი საფლავია.
ქაირო და ალექსანდრია
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.