პეტრა და იერუსალიმი
ჩვენი კომპანიის გიდი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ ელ შეიხში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი გიდი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. მის ერთად თქვენ გაემგზავრებით ტაბაში, მერე კი გემით იორდანიაში. ჩვენ მოგაწვდით ნებისმიერ დახმარებას საპასპორტო და საბაჟო კონტროლზე. იორდანიიდან პეტრამდე 2 საათს იმგზავრებთ მანქანით.
პეტრაში შესვლამდე თქვენ უნდა გადაკვეთოთ „სიქის“ კანიონი. როცა თქვენ სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადახვალთ, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება — დიდებული შენობა ფასადით „ელ-ჰაზნე“, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავდნენ.
არაოფიციალურ რეიტინში პეტრა შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებაში, ხოლო 1985წელს პეტრა შეიყვანეს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში. პეტრას მაცხოვრებლები ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი „პეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე „ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებდნენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი. პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო — დასავლეთით — დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით — ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.
საუკუნეების მანძილზე თანდათან გაქრა სახლები და ქალაქის სხვა შენობები. დაახლოებით 1400 წლის წინ, პეტრა მთლიანად მიტოვებული და დავიწყებული იყო დასავლური სამყაროთი თითქმის მე-XII საუკუნებამდე. ზოგიერთი სამარხები გადაურჩა მიწისძვრებს და დაპყრობებს.ბედუინთა რამდენიმე ტომი სამარხებში სახლობდა, მაგრამ 1970-1980 წლებში იძულებული იყვნენ დაეტოვებინად ეს ადგილები ტურიზმის განვითარების გამო. ამ დაკარგული ქალაქის შესწავლა თავისი ჯადოსნური ატმოსფეროთი, აოცებს არქიტექტურული სიმდიდრით და მხატვრული შედევრებით.
დაუვიწყარი მოგზაურობის მერე თქვენ გაატარებთ ღამეს აქაბას სატუმროში.
მეორე დღე
მეორე დღეს საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით ისრაელის საზღვარზე, საიდანაც დაიწყება თქვენი მოგზაურობა.ქალაქ ეილათში, მკვდარ ზღვაზე, თქვენ გექნებათ 90წუთიანი გაჩერება, რათა ცოტა დაისვენოთ და იბანავოთ მკვდარ ზღვაში. მკვდარი ზღვა არის გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. წყლის დონე ზღვის დონიდან 400 მ-ზე დაბლა მდებარეობს. მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს.
თუ თქვენ აპირებთ ბანაობას, გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საცურაო კოსტუმი!
შესვენების შემდეგ თქვენ გააგრძელებთ გზას იერუსალიმში. წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის – იუდაიზმი (ებრაელების ერის რელიგია. ისტორიაში აღნიშნული პირველი მონოთეისტური რწმენა, ანთიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია). ქრისტიანობა (სადაც იესო ქრისტემ გაატარა თავისი ბოლო დღეები) და ისლამი (როგორც ადგილი რომელიც ეწვია წინასწარმეტყველი მუჰამედი ღამის მოგზავრებისას).
პირველ რიგში თქვენ ნახავთ ზეითუნის მთას. ის ცნობილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ადგილი, არამედ როგორც ებრაული სასაფლაო, რომელის წლივანობა 3000 წელზე მეტია, სადაც დაახლოებით 150,000 საფლავია. აქედან იწყება თქვენი მოგზაურობა იერუსალიმის წმინდა ადგილებში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ესტუმრებით წმინდა ადგილებს ქრისტიანებისათვის, ებრაელებისათვის და მუსლიმანებისათვის.
ვთხოვთ ჩვენს სტუმრებს (ქალებსა და მამაკაცებს) პატივი მიაგონ,ჩაიცვან ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მუხლებსა და მხრებს.
პიველ რიგში თქვენ დაათვალიერებთ დასავლეთ კედელს. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ეხლა ამ მთაზე მხოლოდ მუსლიმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელს უწოდებენ. ყოველ წელს აქ დაახლოებით მილიონი ადამიანი ლოცულობს და კედლის ბზარებში წერილებს ტოვებს.
ასევე თქვენ ნახავთ ალ-აქსას მეჩეთს, ყველაზე მნიშვნელოვანი მეჩეთი იერუსალიმში და სიდიდით მესამე მეჩეთი მსოფლიოში.
გახსოვდეთ რომ,მეჩეთში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ ტურისტებს,ვისაც აქვს სპეციალური ნებართვა ქალაქის ადმინისტრაციისაგან.
ასე რომ მეჩეთის ნახვა შეგიძლიათ მხოლოდ გარეთიდან.
მეჩეთის მერე თქვენ გაივლით ბაზარს, სადაც შეძლებთ სუვენირების შესყიდვას.
თქვენ გაივლით „ვია დოლოროსა“-ს გზას, რომელიც „მწუხარების გზას“ ნიშნავს.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე “ვია დოლოროსას” გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.
ამ წმინდა ადგილების მონახულების შემდეგ, თქვენ გელოდებათ სადილი ადგილობრივ რესტორანში. მერე კი გააგრძელებთ თქვენს მოგზაურობას ბეთლემში,სადაც იესო ქრისტე დაიბადა.
გახსოვდეთ,რომ ბეთლემი ეხლა პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს, და აქედან გამომდინარე,შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. ეს ჩვენი ბრალი არ არის.
ამით ჩვენი მოგზაურობა მთავრდება და თქვენ ბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
პეტრა და იერუსალიმი
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.