პრაღა და პარიზი
პრაღა და პარიზი
8 დღე / 7 ღამე
1 დღე
დახვედრა აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება.
2 დღე:
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია პრაღის ისტორიულ ადგილებში და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
- კარლოსის ხიდი – ეს სახელი მას მეფე კარლ IV-ის საპატივცემულოდ ეწოდა. XVII საუკუნეში კარლოსის ხიდი რომის ანგელოზების ხიდის მსგავსად, ქანდაკებებით მორთეს. ხიდზე ყველა ცნობილი იან ნეპომუცკის ქანდაკებაა, რომელიც სამეფო ოჯახის მოძღვარი იყო. ლეგენდის თანახმად, როცა მან მეფეს ღალატში ეჭვმიტანილი დედოფლის აღსარება არ გაუმხილა, ის ხიდიდან გადააგდეს. მოძღვარი წმინდანად შერაცხეს, ხოლო მის ისტორიას ახლა პრაღაში ჩასულ ყველა ტურისტს უამბობენ. წმინდანის ქანდაკებას ადვილად იცნობთ. როგორც ამბობენ, თუ მას ხელით შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.
- გრადჩანა და პრაღის გრადი – ციხესიმაგრე, სადაც ძველად ცხოვრობდნენ პშემისლოვიჩის გვარის დიდებულნი და დღეს კი განლაგებულია სამთავრობო რეზიდენცია. პრაღის გრადის ციხესიმაგრის ეზოებში სეირნობისას აღტაცებისგან შესაძლებელია სუნთქვაც კი შეგეკრათ. გზად უეცრად აღმართული წმინდა ვიტუსის საკათედრო ტაძარი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ თავისი სიდიდითა და გოტიკური მისტიციზმით.
- მარჯვენა სანაპიროზე გადასვლისას თქვენ დაგხვდებათ ებრაული ქალაქი იოზეფოვი, სტარი გრადი და ნოვი გრადი. გააკეთებთ პატარა შესვენებას სტარომეტსკას მოედანზე, სადაც მე–19 საუკუნეში მდებარეობდა სავაჭრო მოედანი. დადექით მოედნის შუაგულში და გადაავლეთ თვალი პრაღის მრავალ ღირშესანიშნაობებს: სტარომეტსკა რატუშა, ღვთისმშობლის ტაძარი, სახლები „უ მინუტი“ და „ კამენნოგო კოლოკოლა“, წმნიდა მიკულაშას ეკლესია, გოლც–კინსკების სასახლე. სტარომეტსკას რატუშის ასტრონომიული საათის ციფერბლატი დროის გარდა აჩვენებს პლანეტების ბრუნვას დედამიწის გარშემო და მზისა და მთვარის წლიურ მოძრაობას ზოდიაქოს თანავასკვლავედთა შორის.
- მოცეკვავე სახლი მდებარეობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, და გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი ფორმებით. სახლს მეორენაირად ფრედი და ჯინჯერის სახელითაც მოიხსენიებენ, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს.
სურვილისსამებრ შეგიძლიათ მოიწყოთ სასიამოვნო ვახშამი გემზე გასეირნებით მდინარე ვლატზე. ექსკურსია გრძელდება 2 საათის განმავლობაში. დაღამებულზე ულამაზესად მოჩანს მდინარის ნაპირებზე აღმართული განათებული სასახლეები და ციხესიმაგრეები. კარგ ბუნებაზე დაგაყენებთ აგრეთვე უგემრიელესი და უხვი შვედური მაგიდა, რომელიც შედის ექსკურსიის ღირებულებაში, ხოლო სასმელებზე მოგიწევთ დამატებით გადახდა. ფასი – 105 ლარი ერთ ადამიანზე
3 დღე:
საუზმე სასტუმროში. 3-დღიანი ჯგუფური ექსკურსია პარიზში გიდის თანხლებით.
4 დღე:
ჩამოსვლა პარიზში. პარიზის სითი ტური.
12:15 – 13:30 ტური ლა დეფანსში, რომელიც პარიზის მთავარი საქმიანი უბანია. აქ განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.
14:00 განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო.
17:00 საღამოს გასეირნება ქალაქში.
ღამისთევა სასტუმროში. თუ მოგზაურობთ მარტო შესაძლებელია ოთახის გაზიარება. ერთადგილიანი განთავსების შემთხვევაში დასამატებელი იქნება 30 ევრო.
5 დღე:
07:00 – 08:20 საუზმე სასტუმროში. გამგზავრება სასტუმროდან.
09:00 – 16:45 პარიზის მუზეუმების დათვალიერება. დღეს თქვენ ნახავთ:
- ლუვრი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი. ლუვრი ფრანგი მეფეების ადგილმსაყოფელი იყო მე-14-მე-17 საუკუნეებში. მისი კარი ხალხისთვის
პირველად ფრანგული რევოლუციის დროს გაიღო. - ინვალიდების სახლი – ეს სასახლე ევროპაში პირველი იყო რომელიც ინვალიდებს განეკუთვნებოდა. აქ დასაფლავებულია ნაპოლეონი და მისი საფლავი იმდენადაა ჩაღრმავებული, რომ აქ მოსული ყველა ადამიანი თავს უხრის დიდ იმპერატორს, რათა მის საფლავ შეხედოს.
- ვერსალი – მდებარეობს პარიზის სამხრეთ-დასავლეთში. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი პატარა სოფელი იყო. 1624 წელს ლუდოვიკო XIII-მ ბრძანა, რომ იქ პატარა სამონადირეო სასახლე აეშენებინათ, რომელიც შემდგომ ლუდოვიკო XIV-მ გააფართოვა.
- როდენის მუზეუმი – აქ გამოფენილია ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ნამუშევრები.
17:00 ღვთისმშობლის ტაძარი ნოტღ’დამ დე პაღი – პარიზის გული. ის დღემდე მოქმედი რომაულ–კათოლიკური კათედრალია. ნოტღ’დამი ფრანგულ–გოტიკური არქიტექტურის ერთ–ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება
18:00 – 19:30 ვახშამი ჯგუფთან ერთად რესტორანში, რომლიდან ზღაპრული ხედი იშლება ღვთისმშობლის ტაძარზე (ვახშამი სურვილისამებრ)
20:00 – გასეირნება ნავით მდინარე სენაზე. (სურვილისამებრ)
გამგზავრება პრაღაში. შეხვედრის ადგილი ეიფელის კოშკთან ( მისამართი Av. Gustave Eiffel, Bus Parking)
6 დღე:
ჩამოსვლა პრაღაში 12:00-14:00. თავისუფალი დღე.
ღამისთევა პრაღის სასტუმროში
7 დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. გთავაზობთ დამატებით ექსკურსიებს:
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია კარლშტეინისა და კონოპიშტეს ციხე სიმაგრეში (5 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანი.
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია ციხე სიმაგრეში ორლიკსა-სა და ზვიკოვში (8 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანზე
ღამისთევა პრაღის სასტუმროში
8 დღე:
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს განრიგი და თანმიმდევრობა ტურის ოდენობის შეუმცირებლად
დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ ღილაკს „კითხვის დასმა”. შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.