პრაღა, ვენა და დრეზდენი
პრაღა, ვენა და დრეზდენი
7 დღე / 6 ღამე
1 დღე
დახვედრა აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება.
2 დღე:
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია პრაღის ისტორიულ ადგილებში და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
- კარლოსის ხიდი – ეს სახელი მას მეფე კარლ IV-ის საპატივცემულოდ ეწოდა. XVII საუკუნეში კარლოსის ხიდი რომის ანგელოზების ხიდის მსგავსად, ქანდაკებებით მორთეს. ხიდზე ყველა ცნობილი იან ნეპომუცკის ქანდაკებაა, რომელიც სამეფო ოჯახის მოძღვარი იყო. ლეგენდის თანახმად, როცა მან მეფეს ღალატში ეჭვმიტანილი დედოფლის აღსარება არ გაუმხილა, ის ხიდიდან გადააგდეს. მოძღვარი წმინდანად შერაცხეს, ხოლო მის ისტორიას ახლა პრაღაში ჩასულ ყველა ტურისტს უამბობენ. წმინდანის ქანდაკებას ადვილად იცნობთ. როგორც ამბობენ, თუ მას ხელით შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.
- გრადჩანა და პრაღის გრადი – ციხესიმაგრე, სადაც ძველად ცხოვრობდნენ პშემისლოვიჩის გვარის დიდებულნი და დღეს კი განლაგებულია სამთავრობო რეზიდენცია. პრაღის გრადის ციხესიმაგრის ეზოებში სეირნობისას აღტაცებისგან შესაძლებელია სუნთქვაც კი შეგეკრათ. გზად უეცრად აღმართული წმინდა ვიტუსის საკათედრო ტაძარი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ თავისი სიდიდითა და გოტიკური მისტიციზმით.
- მარჯვენა სანაპიროზე გადასვლისას თქვენ დაგხვდებათ ებრაული ქალაქი იოზეფოვი, სტარი გრადი და ნოვი გრადი. გააკეთებთ პატარა შესვენებას სტარომეტსკას მოედანზე, სადაც მე–19 საუკუნეში მდებარეობდა სავაჭრო მოედანი. დადექით მოედნის შუაგულში და გადაავლეთ თვალი პრაღის მრავალ ღირშესანიშნაობებს: სტარომეტსკა რატუშა, ღვთისმშობლის ტაძარი, სახლები „უ მინუტი“ და „ კამენნოგო კოლოკოლა“, წმნიდა მიკულაშას ეკლესია, გოლც–კინსკების სასახლე. სტარომეტსკას რატუშის ასტრონომიული საათის ციფერბლატი დროის გარდა აჩვენებს პლანეტების ბრუნვას დედამიწის გარშემო და მზისა და მთვარის წლიურ მოძრაობას ზოდიაქოს თანავასკვლავედთა შორის.
- მოცეკვავე სახლი მდებარეობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, და გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი ფორმებით. სახლს მეორენაირად ფრედი და ჯინჯერის სახელითაც მოიხსენიებენ, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს.
სურვილისსამებრ შეგიძლიათ მოიწყოთ სასიამოვნო ვახშამი გემზე გასეირნებით მდინარე ვლატზე. ექსკურსია გრძელდება 2 საათის განმავლობაში. დაღამებულზე ულამაზესად მოჩანს მდინარის ნაპირებზე აღმართული განათებული სასახლეები და ციხესიმაგრეები. კარგ ბუნებაზე დაგაყენებთ აგრეთვე უგემრიელესი და უხვი შვედური მაგიდა, რომელიც შედის ექსკურსიის ღირებულებაში, ხოლო სასმელებზე მოგიწევთ დამატებით გადახდა. ფასი – 105 ლარი ერთ ადამიანზე
3 დღე:
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვენაში.
07:00 – გამგზავრება პრაღიდან ვენაში – ავსტრიის დედაქალაქში. ვენა მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია. მდიდარი ისტორიითა და უამრავი ღირშესანიშნაობით, განუმეორებელი სულითა და ტრადიციებით – ვენაში ყველა მოახერხებს რაიმე სათავისოს მოძებნას. რაიმე ისეთს, რაც ამ ქალაქში ხელმეორედ დაბრუნებას მოგანდომებთ. სითი ტურის დროს თქვენ დაათვალიერებთ: ჰოფბურგს ჰაბსბურგთა ძლევამოსილი დინასტიის ზამთრის რეზიდენცის. წმინდა სტეფანეს ტაძარს, რომლის გარეშეც დღეს არა მხოლოდ ვენის, არამედ მთელი ავსტრიის წარმოდგენაც შეუძლებელია – ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის. ვენის ოპერის შენობა, რომელიც დღესაც ავსტრიის უდიდესი მუსიკალური თეატრია. აქ ტარდება უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის ცნობილი ვენური ბალი. ავსტრიის პარლამენტის შენობა, ვენის რატუშა და უამრავი სხვა ღირშესანიშნაობი. ტურის მერე გექნებათ თავისუფალი დრო.
ღამისთევა სასტუმროში. თუ მოგზაურობთ მარტო შესაძლებელია ოთახის გაზიარება. ერთადგილიანი განთავსების შემთხვევაში დასამატებელი იქნება 30 ევრო.
4 დღე:
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება დრეზდენში სადაც თქვენ ნახავთ: ცვინგერის სასახლე – ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში, გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი. ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს და აღდგენილ იქნა, როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. დრეზდენის ნაციონალური გალერეა – რომლის ისტორია XVI საუყუნეში იწყება. რაფაელის სიქსტეს მადონა, რომელიც გალერეის კოლექციის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატია. გალერეა მდიდარია აგრეთვე ტიციანის, ვერონეზეს, ჯორჯონეს, რემბრანდტის, ველასკესისა და სხვა უდიდეს ფერმწერთა ტილოებით.. დრეზდენის ოპერის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია. ოპერის შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ასევე ჩვენ გიდთან ერთად დაათვალიერებს სხვა ცნობილ ღირსშესანიშნაობებს.
ღამისთევა პრაღის სასტუმროში.
5 დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. გთავაზობთ დამატებით ექსკურსიებს:
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია ციხე სიმაგრესა და შუა საუკუნის ტავერნაში ვახშამი და შოუპროგრამა (4 საათი ) – 135 ლარი 1 ადამიანზე
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია ბერლინში(15საათი ) – 175 ლარი 1 ადამიანზე
ღამისთევა პრაღის სასტუმროში.
6 დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. გთავაზობთ დამატებით ექსკურსიებს:
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია კარლშტეინისა და კონოპიშტეს ციხე სიმაგრეში (5 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანი.
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია ციხე სიმაგრეში ორლიკსა და ზვიკოვში (8 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანზე.
7 დღე:
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს განრიგი და თანმიმდევრობა ტურის ოდენობის შეუმცირებლად
დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ ღილაკს „კითხვის დასმა”. შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.