სათავგადასავლო გასეირნება უდაბნოში
დაიწყეთ თქვენი თავგადასავალი უდაბნოში. ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ და საინტერესო დღეს. გამოცადე სიჩქარე კვადროციკლეტზე ან კარტინგზე, იმგზავრეთ აქლემებით, შეისწავლეთ ბედუინების სოფელი და ისიამოვნეთ ეგვიპტის ნაციონალური სადილით. ამის შემდეგ თქვენ გელოდებათ აღმოსავლური შოუ-პროგრამა ეგვიპტის უდაბნოში.
ტურის დეტალები:
დილას ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან მაკადი ბეიში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.
უდაბნოში ჩასვლისას თქვენ გექნებათ ინსტრუკტაჟი, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ კვადროთი. კვადროთი გასეირნების დროს თქვენ გელოდებათ უდაბნოს არაჩვეულებრივი ლანდშაფთი. შემდგომში თქვენ გექნებათ საშუალება გაისეირნოთ აქლემებით ან გაემგზავროთ კარტინგზე.
კვადროთი გასეირნების მერე ჯიპებით გაემგზავრებით ბედუინების სოფელში, სადაც თქვენ გაეცნობით მათ ცხოვრებას. თქვენ დაინახავთ როგორ აცხობენ მათი ქალები ბედუინების პურებს, დაინახავთ როგორ კეთდება მინაზე ქვიშის ფიგურები, და გექნებათ შანსი მათი შეძენისას. გარდა ამისა თქვენ ესტუმრებით ადგილობრივ აფთიაქს, სადაც გაეცნობით ბედუინების სამკურნალო ბალახებს. მერე კი თქვენ ესტუმრებით ზოოპარკს, სადაც დაინახავთ უდაბნოს სხვადასხვა ცხოველებს.
მზის ჩასვლისას თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი ეგვიპტური ვახშამი და დაესწრებით აღმოსავლურ შოუ-პროგრამას, დაათვალიერებთ ვარსკლავებს ტელესკოპში.
სათავგადასავლო გასეირნება უდაბნოში
დამატებითი ინფორმაციისათვის,დააჭირეთ ღილაკს „კითხვის დასმა“,შეიყვანეთ თქვენი კითხვები,სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.