სინაის მთა და წმინდა ეკატერინეს მონასტერი
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ-ელ-შეიხში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ სინაის მთის ძირში, სადაც მოსემ მიიღო ათი მცნება. აქედან დაიწყება თქვენი ასვლა მთაზე. ასვლის დროს თუ დაიღლებით მცირე თანხის საფასურად შეგიძლიათ იქირაოთ აქლემი. მაგრამ მთაზე ასვლისას, სანამ გააკეთებთ ბოლო ნაბიჯს, თქვენ უნდა გაიაროთ „მონანიების კიბე“. ავლის დროს ჩვენი გიდი იქნება თქვენს გვერდით და მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. დასვენებისათვის შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე გაჩერება.
დილით ადრე თქვენ მიაღწევთ მთის მწვერვალს და წმინდა სამების სამლოცველოს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ცისკრის მოლოდინში. მზის ამოსვლის დროს, წარმოუდგენლად ლამაზი ხედი იშლება მთიდან, თქვენ აღფრთოვანებულნი იქნებით ამ სილამაზით და გარემოს სასულიერო ატმოსფეროთი. დარწმუნებულნი გახლავართ თქვენ არ ინანებთ, რომ გამოიარეთ ასეთი ხანგრძლივი და რთული გზა, რომელსაც სჭირდება მაქსიმალურ ძალისხმევა.
გახსოვდეთ,რომ მთის სიმაღლეა 2300მ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ასე რომ თქვენ უნდა წამოიღოთ თბილი ტანსაცმელი.
გახსოვდეთ.მთაზე ფეხით ასვლისათვის მნიშნელოვანია თქვენი ფიზიკური და სულიერი მომზადება!
შემდეგ თქვენ გაემგზავრებით წმინდა ეკატერინეს მონასტერში, გზაში გექნებათ გაჩერება საუზმისათვის. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინაის ნახევარკუნძულზე, მთის ძირას ძნელადმისადგომ ხეობაში მდებარეობს. ბიბლიის მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისკენ მოჰყავდა და ათი მცნება გადასცა. მონასტერი მისი ამჟამინდელი ფორმით ააშენა იმპერატორმა იუსტინიანემ მე -6 საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში ის მუსულმანური ძალებისგან ხელუხლებელი შემორჩა.
ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ შენობების კედლები და დეკორი, არამედ უამრავი ღირებულებები, ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური დიდი კოლექციით, უძველესი ხელნაწერებით. მეორე მსგავსი ბიბლიოთეკა მხოლოდ ვატიკანის ბიბლიოთეკაა!
მონასტერში, გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიკური ხატების კოლექცია, გადარჩენილი ბიზანტიის ომიდან, მაგრამ სინამდვილეში, ზოგიერთი ხატები ადრეული პერიოდით იყო განადგურებული. ასევე ეზოში ნახავთ ულამაზეს მოზაიკას.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი 2002 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
გაითვალისწინეთ,რომ მონასტერში შესვლისას თქვენ უნდა გქონდეთ დაფარული ხელები,ფეხები და თავი.
შუადღისას თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
სინაის მთა და წმინდა ეკატერინეს მონასტერი
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.