სითი ტური ჰურგადაში
შეისწავლეთ ყველაზე დიდი ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროზე. მეჩეთი და კოპტური ეკლესია, სავაჭრო ცენტრები და პორტი „ახალი მარინა“, წყალქვეშა სამყარო ან წითელი ზღვის აკვარიუმი.
ტურის დეტალები:
ჩვენ მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ამ მოგზაურობაში თქვენ გაეცნობით წითელი ზღვის ყველაზე დიდ და ცნობილ ქალაქს-ჰურგადას. მიუხედავად იმისა, რომ ჰურგადას არ აქვს ძველი ისტორია, ძეგლები ღირსშესანიშნაობები, ის გთავაზობთ თქვენ სხვადასხვა დღის და ღამის გასართობებს.
პირველ რიგში თქვენ დაინახავთ ჰურგადის პატარა ქუჩებს და ძველ უბნებს. ჩვენ გვექნება ორი მოკლე გაჩერება – თქვენ დაათვალიერებთ კოპტურ ეკლესიას და მეჩეთს.
გაითვალისწინეთ!!! მეჩეთში ტურისტებს არ უშვებენ.
მერე კი თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო, რომ იყიდოთ საჩუქრები, ტანსაცმელი და სუნამოები. თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა ან დაგჭირდებათ ნებისმიერი მხარდაჭერა გიდი ყოველთვის ხელს შეგიწყობთ თქვენ.
დროა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ გინდათ გაატაროთ თავისუფალი დრო – 2,50წუთი: გააგრძელებთ მაღაზიებში საჩუქრების ყიდვას, დაისვენებთ კაფეში თუ დაჯავშნით ზედმეტ ღონისძიებას?
- მოგზაურობა წყალქვეშა ნავით წითელი ზღვის სანაპიროსთან
- წითელი ზღვის აკვარიუმი, სადაც ნახავთ სხვადასხვა ჯიშის თევზებსა და ზღვის მცენარეებს.
და ბოლოს თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო პორტ „ახალ მარინა“-ში.
სითი ტური ჰურგადაში
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.