წმინდა ეკატერინეს მონასტერი და ფერადი კანიონი
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ-ელ-შეიხში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ პირდაპირ მონასტერში.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინაის ნახევარკუნძულზე, მთის ძირას ძნელადმისადგომ ხეობაში მდებარეობს. ბიბლიის მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისკენ მოჰყავდა და ათი მცნება გადასცა. მონასტერი მისი ამჟამინდელი ფორმით ააშენა იმპერატორმა იუსტინიანემ მე -6 საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში ის მუსულმანური ძალებისგან ხელუხლებელი შემორჩა.
ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ შენობების კედლები და დეკორი, არამედ უამრავი ღირებულებები, ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური დიდი კოლექციით, უძველესი ხელნაწერებით. მეორე მსგავსი ბიბლიოთეკა მხოლოდ ვატიკანის ბიბლიოთეკაა!
მონასტერში, გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიკური ხატების კოლექცია, გადარჩენილი ბიზანტიის ომიდან, მაგრამ სინამდვილეში, ზოგიერთი ხატები ადრეული პერიოდით იყო განადგურებული. ასევე ეზოში ნახავთ ულამაზეს მოზაიკას.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი 2002 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
გაითვალისწინეთ,რომ მონასტერში შესვლისას თქვენ უნდა გქონდეთ დაფარული ხელები,ფეხები და თავი.
ლანჩის მერე თქვენი გზა გაივლის ჩრდილოეთ მხარეს ფერად კანიონში, რომელიც მდებარეობს ნუვეიბის მახლობლად.კანიონის კლდეები არის არაჩვეულებრივად ლამაზი. მას აქვს მრავალფეროვანი ფორმები და მრავალი სხვადასხვა ფერები, და ამიტომაც ქვია ფერადი. მწვერვალზე ასვლამდე თქვენ შეგხვდებათ ციცაბო და ვიწრო გზები, რომელიც უნდა გადალახოთ. ნუ გეშინიათ ჩვენი გიდი იქნება თქვენს გვერდით და დაგეხმარებათ ნებისმიერ მომენტში. ასვლამდე გზად მოისვენებთ. მაგრამ:
გახსოვდეთ.მთაზე ფეხით ასვლისათვის მნიშნელოვანია თქვენი ფიზიკური და სულიერი მომზადება!
შეზღუდული შესაძლებლობის და ასაკოვანი ადამიანებისათვის ეს მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული!
საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი და ფერადი კანიონი
დამატებითი ინფორმაციისათვის,დააჭირეთ ღილაკს “ინფორმაციის მიღება“,შეიყვანეთ თქვენი კითხვები,სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.