აზერბაიჯანი
სიტყვა აზერბაიჯანი, როგორც გეოგრაფიული დასახელება წარმოიშვა 2000 წლის წინ. ზოგიერთი მეცნიერები თვლიან, რომ ის წარმოშობილი იყო სიტყვა “ანდარფათიან” – დან. ეს სიტყვა ნიშნავს (ციხესიმაგრეს, ადგილმდებარეობას), რაც გამოძახებული იყო აშურულ ისტორიაში. ზოგიერთი წყაროები, მათ შორის “ჯამი ათ – თავარიხი” რაშიდ ად-დინის, უკავშირებენ სახელწოდების წარმოშობასთან “აზერბაიჯანი” მითოლოგიურ პირთან, რომელიც არის ოღუს ჰანი.
ფ.ჰამადინი წერს: “ოღუზ ჰანმა გაუშვა თავისი ცხენები ულამაზეს მინდორზე. იქ ყოფნის მან დროს გასცა ბრძანება: ყველას თითო ტომარა სილა უნდა მოეტანათ და დაეყარათ ერთ ადგილას, რომ აეშენებინათ ბორცვი. ჯერ მან მოიტანა მიწა თავისი ტომარით და დაყარა. ყველა მებრძოლმა მიბაძა მის მაგალითს. მოიტანეს და დაყარეს მიწა. გაკეთდა დიდი აღმართი და დაარქვეს მას “აზერბაიჯანი”. სხვათაშორის თურქულად სიტყვა “აზერ” ითარგმნება როგორც მაღალი, “ბაიჯან” კი ნიშნავს ადგილს, რომელიც ეკუთვნის უფროს და უზრუნველყოფილ ხალხს.
ისლამის ეფოქის ისორიკოსები სახელმწიფოს დასახელებას წარმოშობას უკავშირებენ მაცხოვრებლების დიდ რაოდენობას, რომლებიც ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. მათი აზრით იმისთვის რომ “აზერ” აჯემების ენაზე ნიშნავს ცეცხლს, ეს ადგილი სახელდებოდა “აზერბაიჯანი”. სინამდვილეში კი სასანიანების პერიოდის მთავარი ტაძარი “აზერგოშუნასფი” (ცეცხლის ტაძარი) მდებარეობდა აქ. სხვა ისტორიულ წყაროებში სახელწოდების წარმოშობა აზერბადას, წინასწარმეტყველი ნოეს შთამომავლებლებს უკავშირებენ.
აზერბაიჯანი
დედაქალაქი | ბაქო |
---|---|
მოსახლეობა | 9,754,830 |
ფართობი (კმ 2) | 86,600 კმ2 |
სალაპარაკო ენები | აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური |
რელიგია | სეკულარული |
სასაათო სარტყელი | +4 |
სავიზო მოთხოვნები | რიგ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის შესვლა შეზღუდული არ არის. ამ ქვეყნებშორის არის აზერბაიჯანი. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია 90 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე |
საბაჟო წესები | ძვირფასი ქვების, ანტიკვარიატის, მონეტების და სხვა ხელოვნების ნაწარმოებების იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია იქონიოთ ნებართვა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსგან. |
ვალუტა | აზერბაიჯანული მანათი |
ელექტროობა | 220 V |
ISO ქვეყნის კოდი | AZ |
სატელეფონო კოდი | +994 |
სახელმწიფო ჰიმნი | აზერბაიჯანის ჰიმნი იგივე აზერბაიჯანის მარში (აზერ. «Azərbaycan Marşı!») - დაწერილია 1918 წელს |
მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები | სახანძრო: 101 პოლიცია:102 სასწრაფო: 103 |
Country name | აზერბაიჯანი |