ერთდღიანი მოგზაურობა ქაიროში თვითმფრინავით
არ გინდათ დროს დაკარგვა და გამგზავრება ქაიროში მანქანით? მაგრამ გსურთ ეგვიპტის დედაქალაქის და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება? მაშინ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტს – ერთდღიანი ექსკურსია ქაიროში თვითმფრინავით. დატკბით სრული დღით ეგვიპტის დედაქალაქში, ეწვიეთ ეგვიპტის მუზეუმს, სალაჰ ად-დინის ციხესიმაგრეს, სულთან ჰასანის მეჩეთს, პირამიდებს და დიდ სფინქს.
ტურის დეტალები:
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ჰურგადაში. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ის მიგიყვანთ თქვენ ჰურგადის აეროპორტში, საიდანაც თქვენ გაფრინდებით ქაიროში. თქვენი ექსკურსია ქაიროში დაიწყება ვიზიტით ეგვიპტის ყველაზე დიდ მუზეუმში, სადაც დაათვალიერებთ ყველაზე საინტერესო და საოცარ გამოფენებს მსოფლიოში. აღმოაჩინეთ ეგვიპტის ფარაონების საოცარი ისტორია, სამკაულები, ქანდაკებები და მუმიები.
მერე კი თქვენ გაემგზავრებით ქაიროს ცენტრში და დაათვალიერებთ სალაჰ ად- დინის ციხეს. ეს ციხე იყო აშენებული სალაჰ ად-დინის დროს. ევროპაში ის იყო ცნობილი, როგორც ძლიერი და წარმატებული მმართველი.
მერე კი თქვენ გაეცნობით სულთან ჰასანის მეჩეთს, მის ფანტასტიურ არქიტექტურას და ექსტრავაგანტულ ინტერიერს. ეს მეჩეთი არის არამხოლოდ ლოცვისათვის, არამედ როგორც რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულება.
შუადღის მერე თქვენ დაათვალიერებთ გიზის პლატოს. ეს კომპლექსი მოიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, რომლებიც დიდი პირამიდების სახელითაა ცნობილი და მასიურ სკულპტურას, რომელსაც დიდი სფინქსის სახელით ვიცნობთ. ამავე დროს, პირამიდები ყველაზე ძველია ძველ შვიდ საოცრებას შორის და ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. თუ გსურთ თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ აქლემებით ან დაათვალიეროთ უზარმაზარი ლეგენდარული „მზის ნავი“.
შუადღის მერე თქვენ გექნებათ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო, რომ ფეხით გაისეირნოთ ეგვიპტის ყველაზე დიდ ბაზარში, რომელსაც ჰქვია ჰან-ელ-ჰალლილის ბაზარი, შეისყიდოთ სუვენირები ან გაისეირნოთ ნილოსის სანაპიროზე.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში
ერთდღიანი მოგზაურობა ქაიროში თვითმფრინავით
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.