ლუქსორი
ჩვენ ვთლით, რომ ყველა, ვინც ისვენებს ეგვიპტეში, უნდა ნახოს ყველაზე საინტერესო არქეოლოგიური ადგილი მსოფლიოში – ლუქსორის ტაძრები. მეფეთა ველი, თავისი სამარხებით და საფლავებით, ჩაფლული უდაბნოს ქვიშა, კარნაკის ტაძარი, ეგვიპტის ლეგენდარული მმართველი ჰატშეპსუტის ტაძარის, უზარმაზარი მემნონის კოლოსი. თქვენ შეგიყვარდებათ ეს ტური, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ!
ტურის დეტალები:
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. ლუქსორში ჩასვლამდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით. რათქმაუნდა გზაში ჩვენ გვექნება რამდენიმე გაჩერება როცა დაგჭირდებათ.
თქვენი მოგზაურობა დაიწყება ნილოსის დასავლეთ სანაპიროდან, სადაც დაინახავთ მემნონის კოლოსებს, ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებას.
თავის დროზე ქანდაკებები იცავდნენ მეფის ტაძარს, რომელიც კარნაკის ტაძარზე საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ დღემდე არ შემორჩა.
შემდეგი გაჩერება გექნებათ მეფეთა ველში. ეს არის ადგილი სადაც 500 წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს. აქ იყო ნაპოვნი თავის დროს ცნობილი ადამიანების და ფარაონების მუმიები. კლდეებზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფერადი ნახატები და იეროგლიფები.
მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის – დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი. ერთ ერთი ქალი ფარაონი, რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15 წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.
შუადღეს თქვენ გელოდებათ სადილი ადგილობრივ რესტორანში. დასვენების მერე თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში. თქვენ გექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეისწავლოთ ეს არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლი. ტაძრის უკან თქვენ ნახავთ წმინდა ტბას და სხვადასხვა სალოცავებს. ტაძრის უკან თუ იპოვეთ წმინდა ხოჭო, ლეგენდის მიხედვით, უნდა მოუაროთ მას სამჯერ და თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება.
საღამოს თქვენ იქნებით სასტუმროში.
ლუქსორი
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.