პეტრა
ჩვენი კომპანიის გიდი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ ელ-შეიხში ღამის 2 საათზე. თქვენ რომ იცნოთ ჩვენი გიდი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით. მერე თქვენ გაემგზავრებით ტაბაში, საიდანაც გემით გაემგზავრებით იორდანიაში. იორდანიიდან პეტრამდე 2 საათს იმგზავრებთ მანქანით.
პეტრაში შესვლამდე თქვენ უნდა გადაკვეთოთ „სიქის“ კანიონი. როცა თქვენ სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადახვალთ, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება — დიდებული შენობა ფასადით „ელ-ჰაზნე“, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავდნენ.
არაოფიციალურ რეიტინში პეტრა შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებაში, ხოლო 1985წელს პეტრა შეიყვანეს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში. პეტრას მაცხოვრებლები ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი „პეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე „ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებდნენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.
პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო — დასავლეთით — დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით — ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.
ამ დაუვიწყარი მოგზაურობის შემდეგ თქვენ გელით ლანჩი ადგილობრივ რესტორანში პეტრაში, სანამ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში შარმ ელ შეიხში.
პეტრა
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.