კრუიზი ნილოსზე
კრუიზის მარშრუტი: ასუანი – ლუქსორი
4 დღე / 3 ღამე
1 დღე
ტრანსფერი სასტუმროდან, აეროპორტიდან, ავტობუსის გაჩერებიდან ან რკინიგზის სადგურიდან. ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ და მიგიყვანთ 5* ლაინერზე.
პირველ დღეს თქვენ ეწვევით ასუანის კაშხლის ზედა ნაპირს – ეს არის მე –20 საუკუნის პირამიდა და უდიდესი მიღწევაა არქიტექტურისა და ტექნოლოგიის სფეროში. ნახავთ ფილაის ტაძარს ნასერის თბაზე. უძველეს დროს ტაძარი მდებარეობდა ტბის პირას. მაგრამ წყალდიდობის გამო ის გადაიტანეს უფრო მაღალ ადგილას. ნახავთ დაუმთავრებელ ობელისკს, რომელიც წარმოადგენს უძველეს გრანიტს და დღემდე არის კარიბჭეში დარჩენილი
ვახშამი და ღამისთევა ლაინერზე.
2 დღე
საუზმე ლაინერზე. კრუიზი ნილოსზე გრძელდება და დღეს თქვენ ეწვევით კომ-ომბოს ტაძარს. ეს არის უძველესი ქალაქი ნუბიტის ერთადერთი გადარჩენილი ღირშესანიშნავი.
საღამოს ჩამოსვლა ედფუში. ვახშამი და ღამისთევა ლაინერზე.
3 დღე
საუზმის შემდეგ თქვენ ეწვევით ედფუს ტაძარს. ეს არის ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ტაძარი და მეორეა კარნაკის ტაძრის შემდეგ.
საღამოს ჩამოსვლა ლუქსორში. ვახშამი და ღამისთევა ლაინერზე.
4 დღე
საუზმის შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ღირსშესანიშნაობებს. ლუქსორი იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.
აღმოსავლეთ ნაწილში მოინახულებთ: კარნაკის ტაძარს და ლუქსორის ტაძარს.
კარნაკის ტაძარი – ეგვიპტის უდიდესი ტაძარი. კომპლექსი მოიცავს უზარმაზარ შენობას, რომელიც დიდ ქალაქს ჰგავს. კარნაკის ტაძარი ითვლება ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაგებობად.
ლუქსორის ტაძარი მდებარეობს თანამედროვე ლუქსორის ცენტრში. ამ ადგილას ადრე იყო ძველი ეგვიპტის დედაქალაქი – თებე. ეს არის ერთ – ერთი ყველაზე ლამაზი და უდიდესი ტაძარი ეგვიპტეში. ათასწლეულების განმავლობაში ტაძარი შენდებოდა და მისი ფასადი იცვლებოდა. თითოეული ფარაონი თავის მოვალეობად თვლიდა ამონ-რას ღვთის სახელის აღმსარებლობას.
დასავლეთ ნაწილში მოინახულებთ: ჰატშეფსუტის ტაძარს, დედოფალთა და მეფეთა ველს. მეფობის პირველ წლიდან დედოფალი ჰატშეფსუტი თავისი საფლავის მშენებლობას შეუდგა. ეს არის არაჩვეულებრივი არქიტეკტურის ტაძარი, სვეტებით, ჰიპოსტატის დარბაზით და მრავალი ქანდაკებით, ნახატებითა და ბარელიეფით.
მეფეთა ველი – არის ფარაონები და კეთილშობილური მოქალაქეების სამარხი. ის არის დაცული იუნესკოს მიერ. დედოფალთა ველი – ერთი-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. აქ დასაფლავებულია ფარაონების მრავალი ცოლი და შვილი.
ტურის შემდეგ ტრანსფერი სასტუმროში, აეროპორტში ან რკინიგზის სადგურში.
ფასში შედის | ფასში არ შედის |
|
|
კრუიზი ნილოსზე
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს “კითხვის დასმა”, შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები.
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.