პრაღა, ვერონა და ვენეცია
პრაღა, ვერონა და ვენეცია
8 დღე / 7 ღამე
1 დღე
დახვედრა აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება.
2 დღე:
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია პრაღის ისტორიულ ადგილებში და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
- კარლოსის ხიდი – ეს სახელი მას მეფე კარლ IV-ის საპატივცემულოდ ეწოდა. XVII საუკუნეში კარლოსის ხიდი რომის ანგელოზების ხიდის მსგავსად, ქანდაკებებით მორთეს. ხიდზე ყველა ცნობილი იან ნეპომუცკის ქანდაკებაა, რომელიც სამეფო ოჯახის მოძღვარი იყო. ლეგენდის თანახმად, როცა მან მეფეს ღალატში ეჭვმიტანილი დედოფლის აღსარება არ გაუმხილა, ის ხიდიდან გადააგდეს. მოძღვარი წმინდანად შერაცხეს, ხოლო მის ისტორიას ახლა პრაღაში ჩასულ ყველა ტურისტს უამბობენ. წმინდანის ქანდაკებას ადვილად იცნობთ. როგორც ამბობენ, თუ მას ხელით შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.
- გრადჩანა და პრაღის გრადი – ციხესიმაგრე, სადაც ძველად ცხოვრობდნენ პშემისლოვიჩის გვარის დიდებულნი და დღეს კი განლაგებულია სამთავრობო რეზიდენცია. პრაღის გრადის ციხესიმაგრის ეზოებში სეირნობისას აღტაცებისგან შესაძლებელია სუნთქვაც კი შეგეკრათ. გზად უეცრად აღმართული წმინდა ვიტუსის საკათედრო ტაძარი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ თავისი სიდიდითა და გოტიკური მისტიციზმით.
- მარჯვენა სანაპიროზე გადასვლისას თქვენ დაგხვდებათ ებრაული ქალაქი იოზეფოვი, სტარი გრადი და ნოვი გრადი. გააკეთებთ პატარა შესვენებას სტარომეტსკას მოედანზე, სადაც მე–19 საუკუნეში მდებარეობდა სავაჭრო მოედანი. დადექით მოედნის შუაგულში და გადაავლეთ თვალი პრაღის მრავალ ღირშესანიშნაობებს: სტარომეტსკა რატუშა, ღვთისმშობლის ტაძარი, სახლები „უ მინუტი“ და „ კამენნოგო კოლოკოლა“, წმნიდა მიკულაშას ეკლესია, გოლც–კინსკების სასახლე. სტარომეტსკას რატუშის ასტრონომიული საათის ციფერბლატი დროის გარდა აჩვენებს პლანეტების ბრუნვას დედამიწის გარშემო და მზისა და მთვარის წლიურ მოძრაობას ზოდიაქოს თანავასკვლავედთა შორის.
- მოცეკვავე სახლი მდებარეობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, და გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი ფორმებით. სახლს მეორენაირად ფრედი და ჯინჯერის სახელითაც მოიხსენიებენ, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს.
სურვილისსამებრ შეგიძლიათ მოიწყოთ სასიამოვნო ვახშამი გემზე გასეირნებით მდინარე ვლატზე. ექსკურსია გრძელდება 2 საათის განმავლობაში. დაღამებულზე ულამაზესად მოჩანს მდინარის ნაპირებზე აღმართული განათებული სასახლეები და ციხესიმაგრეები. კარგ ბუნებაზე დაგაყენებთ აგრეთვე უგემრიელესი და უხვი შვედური მაგიდა, რომელიც შედის ექსკურსიის ღირებულებაში, ხოლო სასმელებზე მოგიწევთ დამატებით გადახდა. ფასი – 105 ლარი ერთ ადამიანზე
3 დღე:
საუზმე სასტუმროში. ტური “ვერონა-ვენეცია”
09:00 – გამგზავრება პრაღიდან რეგენსბურგში. სითი ტური და სურვილისსამებრ ლანჩი .
საღამოს, განთავსება სასტუმროში 3-4 * ტიროლში (ინსბრუკი, ავსტრია)
ღამისთევა სასტუმროში. თუ მოგზაურობთ მარტო შესაძლებელია ოთახის გაზიარება. ერთადგილიანი განთავსების შემთხვევაში დასამატებელი იქნება 30 ევრო.
4 დღე:
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვერონაში. ექსკურსია რუსულენოვანი გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო
მიახლოებით 15:30 გამგზავრება ვერონიდან. გზად გაჩერება აუტლეტის მაღაზიაში.
21:00 განთავსება 3* სასტუმროში ვენეციის ერთერთ უბანში.
ღამისთევა სასტუმროში. თუ მოგზაურობთ მარტო შესაძლებელია ოთახის გაზიარება. ერთადგილიანი განთავსების შემთხვევაში დასამატებელი იქნება 30 ევრო.
5 დღე:
საუზმე სასტუმროში. 07:30 გამგზავრება ვენეციის პორტში და გასეირნება ნავით სან მარკოს მოედანზე (ნავის ღირებულება 45 ლარი ერთ ადამიანზე). მოედანზე ბევრი საქვეყნოდ ცნობილი შენაბაა. მათ შორის წმინდა მარკოზის ბაზილიკა, ცნობილი ნაციონალური ბიბლიოთეკა, დოჯების სასახლე. წმინდა მარკოზი ქალაქის მფარველია, ამიტომაც მრავალი შენობა მის სახელს ატარებს.
14:30 გამგზავრება ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძულზე – მურანოში, რომელიც საუკუნეების მანძილზე მინის დამუშავების უნიკალური ხელოვნებითაა ცნობილი. გაბერილი მინისგან დამზადებული ულამაზესი ნაკეთობების გამოშვებამ ამ პატარა კუნძულს მთელს მსოფლიოში სახელი მოუხვეჭა.
თავისუფალი დრო. 15:30 გამგზავრება პრაღაში.
6 დღე:
გამთენიოს 03:00 ჩამოსვლა პრაღაში.
ღამისთევა პრაღის სასტუმროში.
7 დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. გთავაზობთ დამატებით ექსკურსიებს:
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია კარლშტეინისა და კონოპიშტეს ციხე სიმაგრეში (5 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანი.
- ჯგუფური საავტობუსო ექსკურსია ციხე სიმაგრეში ორლიკსა-სა და ზვიკოვში (8 საათი) – 105 ლარი 1 ადამიანზე
8 დღე:
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს განრიგი და თანმიმდევრობა ტურის ოდენობის შეუმცირებლად
დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ ღილაკს „კითხვის დასმა”. შეიყვანეთ თქვენი კითხვები, სურვილები და მონაცემები. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში.